Sunday, May 3, 2015


   
პროექტი-რძე ჯანმრთელობისათვის











დამთავრდა ტრენინგი.  საინტერესო იყო თითოეული დღე.კიდევ ერთხელ მივხვდი,რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესს უფრო აუმჯობესებს. მომეწონა პროექტებით  სწავლება,რადგან ის შესაძლებლობას იძლევა   სასწავლო აქტივობები გამოყენებული იქნეს ცხოვრებისეულ კონტექსტში.პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს უნვითარებთ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს,ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, რაც  დაგვეხმარება უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
      ქალბატონო ირინა, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით  ასეთი საჭირო და საინტერესო ტრენინგისთვის!
ჩემი პროექტის პორტფოლიო



















Sunday, April 26, 2015

  შევადგინე შეფასების დროში გაწერილი გეგმა. ძალიან მომეწონა როცა შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს და ინსტრუმენტებს გავეცანი. ტრენერმა საინტერესო კრეატიული შეფასებები გაგვაცნო. 
განხილულმა ნიმუშებმა უფრო მეტი წარმოდგენა შემიქმნა მოსწავლის ნაშრომებზე რომლებსაც პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინებ. 

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მე-6 დღეც დასრულდა. აქტიური და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღეც. უფრო მეტად დავუახლოვდი და გავიგე რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ნაშრომები პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

Sunday, April 19, 2015

დღე იყო საინტერესო,განვახორციელეთ დაწყვილების თამაში. წყვილებმა გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაციები, რაც დაგვეხმარა პროექტზე მუშაობაში.  უკეთესად დავინახე რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს პროექტის უკეთ წარმართვისათვის.

Saturday, April 18, 2015

დღე იყო წინა დღეებივით  ძალიან საინტერესო, ვიმსჯელეთ შეფასების სტრატეგიებსა და მეთოდებზე.შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია, როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისათვის რათა სასწავლო პროცესი იყოს წარმატებული და პროგრესირებადი. 
   კოლეგები ერთმანეთის პროექტებს გავეცანით და და დავეხმარეთ შეფასების ინსტრუმენტების შერჩევაში.

Sunday, April 12, 2015

დავიწყეთ პროექტებით სწავლება.  პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს  მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლობა. უკვე გავიაზრე  რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ძალიან საინტერესო იყო პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვეხმარებოდით.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი მე მგონი უკვე საინტერესოდ მიდის.